ქედს ვიხრით დაღუპული გმირის წინაშე – მუდამ ეჩქარებოდაო და აი, იჩქარა მუხანათურმა სიკვდილმაც!

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი 41 წლის ვანო გოლოშვილია.

როგორც მისი ახლობლები და მეგობრები ამბობენ, უსაზღვროდ უყვარდა სამშობლო, ვერასდროს ეგუებოდა უსამართლობას. იყო შესანიშნავი მეოჯახე, სამაგალითო მეუღლე და შვილებზე უსაზღვროდ შეყვარებული  მამა.

 

-სულ მუდამ და ყველგან ეჩქარებოდაო“-ამბობენ მეგობრები, აკი იჩქარა კიდეც სიკვდილმა და …

მისი პატარები მუდამ იამაყებენ გმირი მამით და მთელი ცხოვრება მოენატრებათ…

ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპული გმირის წინაშე, ვუსამძიმრებთ მის ოჯახს და პატივს მივაგებთ

ვანო გოლოშვილის ხსოვნას.