“პროვოკაცია შეიძლება მიზნად ისახავდეს საქართველოს რეგიონურ კონფლიქტში ჩათრევას”

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო საქართველოს ხელისუფლებისაგან განმარტებებს ითხოვს. მცირე დიპლომატიური სკანდალის მიზეზი თბილისში, სომხურ “ცენტრ” “აიარტუნში,” მიმდინარე გამოფენაა, სადაც ყარაბაღელი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენილი. აზერბაიჯანული მედია ამ ფაქტს “პროვოკაციული ხასიათის ანტიაზერბაიჯანულ ღონისძიებად” აფასებს.

ამ ფაქტს უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ეხმიანება და ხელისუფლებას მიმართავს დაინტერესდეს სომხური ეთნიკური ჯგუფის მიერ თბილისში გამართული ღონისძიებით.

-დიპლომატიური სკანდალის მიზეზი თბილისში, სომხურ “ცენტრ” “აიარტუნში,” მიმდინარე გამოფენაა, სადაც ყარაბაღელი მხატვრების ნამუშევრებია გამოფენამ გამოიწვია. აზერბაიჯანული მედია ამ ფაქტს “პროვოკაციული ხასიათის ანტიაზერბაიჯანულ ღონისძიებად” აფასებს. რასაც საქართველოს მედიაც გა,ოეხმაურა.
(http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=41815) როგორც უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებაში გავრცელებულ მიმართვა– განცხადებაშია აღნიშნულია: „მედია–საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიასთან არსებულ ცენტრ “აიარტუნში”, გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით “აღორძინება”, სადაც წარმოდგენილია დე ფაქტო ყარაბაღის რესპუბლიკაში მოღვაწე ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრები. გამოფენა 20 დეკემბრამდე გაგრძელდება. მისი ორგანიზატორები არიან სომხეთის დიასპორის სამინისტრო, სომხური ფონდი “ტეკიანის ცენტრი” და ყარაბაღში მოქმედი ორგანიზაცია “ქალაქ შუშის მუზეუმი”.

გამოფენის გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ თბილისის სომეხი სასულიერო პირები, საქართველოში სომხეთის საელჩოსა და სომხური სათვისტომოს წარმომადგენლები. გახსნას ესწრებოდა ერთ-ერთი ყარაბაღელი მხატვარიც, რომლის ნამუშევრებიც გამოფენაზეა წარმოდგენილი. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოფენა კერძო ინიციატივაა და მასში საქართველოს სამთავრობო უწყებებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

მიუხედავად ოფიციალური უწყებების ნეიტრალური პოზიციისა, აღნიშნული და მსგავსი სახის ღონისძიებები მებისმიერი მეზობელი სახელმწოფოს მხრიდან სათანადო შესწავლის საფუძველზე უნდა ხორციელდებოდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაცია მაღალი ალბათობით პროვოკაციული ხასიათისაა, რომელიც შესაძლებელია მიზანად ისახავდეს საქართველოს ჩათრევას რეგიონულ კონფლიქტებში, ამასთნავე საქართველოსათვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოს აზერბაიჯანის ინტერესების პატივისცემა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები დაინტერესდებიან გავრცელებული ინფორმაციით და განახორციელებენ სათანადო მოქმედებებს, რათა აღკვეთილი იქნას მსგავსი სახის პროვოკაციული აქტიობები და თავიდანვე განხორციელდეს სათანადო რეაგირება რაც შედის რეგიონული უსაფრთხოების და კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნების ინტერესებში“ – აღნიშნულია თევზაძის განცხადებაში.