Apple-შეიძლება დიდ სკანდალში გაეხვიოს – რამ გამოიწვია მომხმარებლის უკმაყოფილობა…

ბლოგი

ერმილე ნემსაძე

Apple-შეიძლება დიდ სკანდალში გაეხვიოს. საქმე იმაში არის რომ Iphone-ის გამოცდილი მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ Iphone-6 ზე და Iphone-7 ზე პროგრამული უზრუნველყოფის შენელება ხდება მაშინ როდესაც ტელეფონის ექსპლუატაციაში მყოფი ელემენტი რამდენიმე თვიანი ექსპლუატაცის შემდეგ დაცლას იწყებს.

აპარატი ავტომატურ რეჟიმში კარგავს სრული სიმძლავრეზე მუშაობის უნარს. ახალი ელემენტის ჩასმის შემდეგ კი აპარატი ისევ იწყებს სრული სიმძლავრით მუშაობას. მომხმარებლებს ეჭვი აქვთ რომ Apple შეგნებულად ახდენს ექსპლუატაციაში მყოფი ტელეფონების ელემენტის სიცოცხლის გახანგძლივებას რადგან არ მოხდეს ტელეფონის ელემენტის სწრაფი დაცლა და მოულოდნელი გათიშვა. რაც გამოიწვევს მომხმარებელთა უკმაყოფილებას ამ ხერხით კი Apple ცდილობს დამალოს ის ნაკლი რაც Iphone-6 და Iphone-7 ის ელემენტს გააჩნია. სურათზე ნაჩვენებია ტესტის შედეგები და შედარება, კარგა ხნის ექსპლუატაციაში მყოფი ელემენტის მქონე Iphone-6 ის დატვირთვა და ელემენტის შეცვლის შემდეგ, ანალოგიური ტესტის შედეგად ნაჩვენები შედეგი ორივე შემთხვევაში ელემენტი ერთ დონეზე დატენილი. 80% სიმძლავრეების მუშაობა კი განახევრებული (ტესტი შესრულებულია აპლიკაცია Geekbench -ით) .

Apple-ს დახურული კოდით შექმნილი IOS სისტემა ბევრ კითხვებს ბადებს. რეალურად Apple ზრუნავს კი მომხმარებელთა პირადი მონაცემების სერიოზულად დაცვაზე და არის კი Icloud-ის მონაცემთა შენახვის საიმედო ბაზა? თუ ის ტოტალური კონტროლის ელემენტია? რადგან აშკარაა რომ Apple დისტანციური ჩარევის საშუალებით, მომხმარებლის უკითხავად ახდენს მომხმარებლის პირად საკუთრებაში არსებული ნივთის მართვას. ეს კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს და უნდობლობის განცდას იმის შესახებს, რომ ხომ არ ახდენს Apple დაუკითხავად მომხმარებლების პირადი მონაცემების თვალთვალს? რაც საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მომხმარებელთა წინააღმდეგ? ბევრ ქვეყანაში არა ოფიციალური ბრძანებით პირებს რომელთაც გააჩნიათ შეხება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციასთან. აკრძალული აქვთ Iphone-ით სარგებლობა. მიზეზი კი ამერიკაში არსებული Apple-ს სერვერები და IOS -ის დახურული კოდია. სერვერებზე პირადი მონაცემების განთავსება ხდება, ხოლო დახურული კოდის გამო კონტროლი იმისა, რომ პერსონალური მონაცემების , ფარულ ფოტოგრაფირების და აუდიო ვიდეო ფაილების ფარულ გადაგზავნას ახდენს თუ არა Iphone ჯერ ჯერობით შეუძლებელი.

ცნობისთვის მინდა დავამატო, რომ ამერიკის წინა პრეზიდენტს ბარაკ ობამას ოფიციალურად ჰქონდა აკრძალული Iphone-თი სარგებლობა.

კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია

იხ.

https://www.facebook.com/itexpress.ge/posts/1754891914581392