ხმის მიცემის პროცესი 15:00 საათზე დაიწყება

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ხმის მიცემის პროცესი  15:00 საათზე დაიწყება. 

ადვოკატთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე 4 წლით უნდა აირჩიონ. არჩევნებზე სულ რეგისტრირებულია 4568 დელეგატი. იმის გამო, რომ პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე დელეგატთა ხმების 50%-ზე მეტი ვერ დააგროვა, კენჭისყრის მეორე ტური დაინიშნა. მეორე ტურში საუკეთესო შედეგების მქონე 2 კანდიდატი – ლევან ჯანაშია და დავით ასათიანი მონაწილეობენ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ჯანაშიასა და მისი 8-კაციანი ჯგუფის მოთხოვნა, თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების აკრძალვისა და არჩევნების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ყოფილი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი კოლეგებს უკვე დაემშვიდობა.