პოლიციელებს პატიმარი გაექცათ – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ბრალდებული ზაალ ძაგანიშვილი პოლიციელებს გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ. გაქცეულ პატიმართან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ძაგანიშვილის ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა მანქანიდან მაშინ გაიპარა, როდესაც სამართალდამცველები სიგარეტის მოსაწევად იყვნენ გადასული.

20 წლის ზაალ ძაგანიშვილი ქურდობაშია ბრალდებული.