როდის გადადგება უწმინდესი – რა ინფორმაციას ფლობს გიორგი ტიგინაშვილი…

ილია მეორე უკვე 40 წელია საქართველოს პატრიარქია. უწმინდესი  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს იქნა არჩეული, 25-ში კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, მცხეთა – თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ – აფხაზეთის მიტროპილიტის ილია მეორეს აღსაყდრების (ინტრონიზაციის) დღეა.

საზოგადოება დიდი ინტერესით ელის რა მოხდება ორშაბათს და გამართლდება თუ არა მოარული ხმები, გადადგება თუ არა პატრიარქი?

ამ კითხვით ჩვენ თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს დავუკავშირდით.

– სავარაუდოდ, მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II უახლოეს მომავალში ( შესაძლოა შობის დღესასწაულამდეც) გადადგეს. ამის შემდეგ კი დაიგეგმება გაფართოებული საეკლესიო კრება და დაინიშნება კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნები. ერთ-ერთი უეჭველი კანდიდატი ამჟამინდელი მოსაყდრე – მეუფე შიო იქნება, ხოლო ვინ იქნებიან მისი კონკურენტები, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. უფალმა ინებოს მშვიდობა, წესრიგი და სულიწმიდისეული მართლმკვეთელობა ჩვენს დედა-ეკლესიაში.

-მოხდება თუ არა ეს ყველაფერი ორშაბათს-25 დეკემბერს?

-ჩემი ინფორმაციით პატრიარქი გადადგება.

-და როგორ განვითარდება პროცესები უწმინდესის გადადგომის შემდეგ?

-დღის წესრიგში აუცილებლად დადგება საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების რედაქტირების საკითხი, რადგან, მისი თქმით, კანონთა ამჟამინდელი კრებული უამრავ სამართლებრივ კაზუსსა და ლაფსუსს შეიცავს, რაც კომპეტენტური სპეციალისტების (კანონიკის დარგში) პრეროგატივაა.