დადგინდა ციხეებში საახალწლო ამანათების შეგზავნის დრო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ამანათების შეგზავნა დღეიდან იწყება.

კანონით განსაზღვრული წესით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ამანათების მიღება იწარმოებს 29 და 30 დეკემბერს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 დეკემბერს – 15:00 საათამდე.