“ჩახვაძის სურსათის ეროვნული სააგენტოდან განთავისუფლებაში პოლიტიკური მოტივი იკითხება”

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის აწ უკვე ყოფილი ინსპექტორი ლელა ჩახვაძე სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე დავას განაგრძობს. ჩახვაძე მის სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკას უკავშირებს, რაზეც არაერთხელ ისაუბრა სხვადსხვა ბრიფინგებსა და გადაცემებში.

იხ.

https://www.gmtv.ge/35176-2/

უკვე ცნობილია. რომ ორშაბათს ლელა ჩახვაძე არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსთან“ ერთად სასამართლოში სარჩელს შეიტანს და მოგების იმედიც აქვს.

ამ პროცესთან დაკავშირებით „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

-ქალბატონი ლელა ჩახვაძე იყო ლანჩხუთის 61-ე ოლიქის მერობის კანდიდატი ,,პატრიოტთა ალიანსიდან”, ამავე დროს, იმ პერიოდში იკავებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს ინსპექტორის პოზიციას. ბუნებრივია ის სრულფასოვან საარჩევნო კამპანიას ვერ აწარმოებდა, ამიტომ მიმართა თავის უშუალო უფროსს და მოითხოვა შვებულება ერთ შემთხვევაში კუთვნილი 8 დღე და ამის შემდეგ უფასო შვებულება. სამწუხაროდ უშუალო უფროსმა    ვიზირებების  ეტაპზე,   დაადო   შემდეგი   რეზოლუცია:   „უარი   ეთქვა   სამსახურში   არასაკმარისი   ადამიანური რესურსის გამო“, ეს აღნიშნულია სურსათის ერონული სააგენტოს მიერ უწყებათაშორისი კომისიისთვის გადაგზავნილ პასუხში, რომელიც ჩემი განცხადების საფუძველზე მოიწერა. კომისიაში განცხადება შემოსულია 8 სექტემბერს წერილს ხელს აწერს მაკა შუბლაძე სურსათის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.

ეს საკითხი განვიხილეთ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე და ქალბატონმა თეა წულუკიანმა მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია, რადგან მისთვისაც გაურკვეველი იყო სააგენტოს პასუხი თუ ელექტრონულ ვერსიაში ქალბატონ ლელას ხელი არ ქონდა მოწერილი მაშინ რეზოლიცია როგორ დაადო დამსაქმებელმა. ხელმოწერაზე აპელირებდა სააგენტო და აცხადებდა რომ  ,,რადგან სააგენტოს განხცადებაში აღნიშნულ განცხადებებს შემდგომი მსვლელობა არ მისცემია, ვინაიდან, ლელა ჩახვაძემ მათ ხელი არ მოაწერა და განცხადებები დარჩა პროექტის დონეზე. ხოლო საქმისწარმოების   ელექტრონული   პროგრამის   (Edoc)  მიხედვით,     დოკუმენტს, რომელსაც არ აქვს ხელმოწერა, პროგრამა ვერ ატარებს რეგისტრაციაში, შესაბამისად, ლელა ჩახვაძეს განცხადებებით არ მიუმართავს   სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსისთვის.”

მე როგორც ლელა ჩახვაძის რწმუნებულმა პირმა გამოვითხოვე ყველა ინფორმაცია სააგენტოდან და აღმოჩნდა რომ სააგენტოსგან სათანადო წესით დამოწმებულ დოკუმენტაციებს შორის არ აღმოჩნდა ის პირველი წერილი რომელიც გაეგზავნა უწყებათაშორის კომისიას და საქმეში დევს სხვა დაზუსტებული ინფორმაცია, არადა ეს წერილი ჩემთან უკვე გადმოგზავნილია თავის დროზე უწყებათაშორისი კომისიიდან, ასევე კომისიის სხდომის ოქმში აღნიშნულია ყოველივე ზემოთ თქმული, ეს არის კომისიის სხდომის N5 ოქმი 11 სექტემბერი 2017 წლის.

ასევე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი რომ სააგენტომ ქალბატონი ლელას საკითხის მოკვლევა დაიწყო არჩევნების შემდეგ რადგან ცესკოს მიმართა 30 ოქტომბერს და არჩევნების შემდეგ დაინტერესდა იყრიდა თუ არა კენჭს ქალბატონი ლელა არჩევნებში, წესით ეს მანამდე უნდა გაეკეთებინა და მათ უარს შევებულებაზე შეიძლება რაღაც ფორმით გამართლება ქონოდა, მაგრამ ახლა ყველა ამ დოკუმენტის შესწავლით აშკარად პოლიტიური ნუშნით დევნა იკვეთება. ასევე გაკვირვებას იწვევს ის ფაქტი რომ 2017 წლის განმავლობაში 285 თანამშრომლის მიმართ განხორციელდა დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა, ეს არის ზეწოლა თანამშრომლებზე, მათ უნდათ სრულ მორჩილებაში ჰყავდეთ ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ლელას ბედს გაიზიარებენ.

ჩვენ ორშაბათს სასამართლოს მივმართავთ და დარწმუნებული ვარ ამ საქმეს მოვიგებთ, მაგრამ ერთხელ იქნებ დაფიქრდეს ვინმეს ასეთი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები ბიუჯეტს რა უჯდება.