“გაბედე ოც-ნება და არასოდეს დანებდე!”- 20 იანვარს, ფილარმონიაში – „ექვთიმე ღვთისკაცი”

ქეთი მიქაძე

ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი რამეც ხდება.  ერთ-ერთი ასეთი პოზიტიური დღე საზოგადოებას 20 იანვარს ელოდება. დიახ, 20 იანვარს, ფილარმონიაში – ქართული ფილმის „ექვთიმე ღვთისკაცის“ ყველაზე მასშტაბური კინოპრემიერა გაიმართება, რომელიც უნდა ნახოთ …

ფილმის რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე საზოგადოებას მიმართავს:

 

ამ დღეს 10 წელი ვეოდი …
“გაბედე ოც-ნება და არასოდეს დანებდე!”

– ძვირფასო მეგობრებო! ვინც უკვე ხართ ან თქვენს თავს თვლით ექვთიმეს ფილმის მხარდამჭერად, შეგიძლიათ 20 იანვრამდე დააყენოთ ფილმის პოსტერები თქვენს პროფილსა ან ქავერზე. ამით დიდ დახმარებას გაგვიწევთ ფილმის რეკლამირებაში და ძალზედ მადლიერი ვიქნებით. ვინც ჩვენს ამ თხოვნას გაითვალისწინებს, გთხოვთ, რომ ამ პოსტის კომენტარებში მოგვწერეთ. 25 იანვრიდან ფილმი დადგება კინოთეატრებში. 20 იანვრის პრემიერის ბილეთები კი შეგიძლიათ შეიძინოთ ამ გვერდზე – www.tkt.ge/EkvtimeFilm – შემოსული თანხით მოხდება ფილმის ბოლო ხარჯების დაფარვა და თქვენ გახდებით ქველმოქმედი შემოქმედი. დიდი პატივისცემით, ექვთიმეს ლაშქარი”.

როგორც ფილმის რეჟისორმა, ლოს-ანჟელესის კინო-სკოლის კურსდამთავრებულმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ადრე ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ არა კერძო მხარდაჭერა და ფინანსური თანადგომა, ფილმის გადაღების იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა.

-რომ არა რამდენიმე კერძო კომპანია და თითქმის 5 ათასამდე ადამიანის შემოწირულობანი, ასევე აქციები, ფილმის იდეა განუხორციელებელი დარჩებოდა. ეს ბევრად უფრო ღირებულს ხდის ალბათ ამ პროექტს. ხალხმა დაუბრუნა ექვთიმეს თავისი სიყვარული და პატივისცემა“ – განაცხადა  რეჟისორმა.

ფილმის დაბადებამდე რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა საკმაოდ რთული გზა გამოაირეს. ალბათ გახსოვთ ღვინისა და ყავის საქველმოქმედო აქცია, რომლის დროსაც ნიკა თავად ადუღებდა ყავას და აღებულ თანხას აკოწიწებდა, რომ შემდეგი სცენა გადაეღო.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a7%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%95%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%a1/

არ შეიძლება რეჟისორის აღფრთოვანებული სტატუსიც დაგვიწყებოდათ-უცნობ ქველმოქმედს მადლობას რომ უხდიდა და დიდი სიხარულით ამბობდა, რომ ფილმის გადაღება გრძელდებაო.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa-%e1%83%93%e1%83%a6%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94-%e1%83%ab%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%92%e1%83%95%e1%83%ad/

და აი, სულ რამდენიმე დღეში ფილმი ფართო მაყურებლის წინაშე წარსდგება. როგორც ჩვენ გავიგეთ-იქ მისულ მაყურებელს გრანდიოზული ღონისძიება ელოდება, აი თუ რა-ამას ადგილზე შეიტყობთ.

ნამდვილად არ ინანებთ და მერე რომ გული არ დაგწყდეთ, ახლავე შეიძინეთ ბილეთი და დაელოდეთ 20 იანვარს.

შევხვდებით პრემიერაზე!