ხანძარი ვაჟა-ფშაველაზე-ავტოფარეხში დაყენებული ავტომანქანები იწვის (ვიდეო)

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებთან, ერთერთ ავტოფარეხში გაჩენილ ხანძარს, რომელიც გვერდით მდებარე ნაგებობებს გადაედო, ამ დრომდე მობილიზებულია სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები-ინფორმაციას “აფხაზეთის ხმა” ავრცელებს.

ფოტო და ვიდეომასალაში ჩანს, რომ ხანძრის კერა ისევ მძლავრია. თვითმხილველთა ცნობით, მინიმუმ, ხუთი ავტოფარეხი და ავტოფარეხში დაყენებული ავტომანქანები იწვის, ხანძრის ლოკალიზება კი ამ დრომდე ვერ ხერხდება.

“ახლა, ამ წუთებში, ავტოფარეხების სახურავების ე.წ. “ბალგარკით” გაჭრას ცდილობენ, რომ წყალი ზემოდან ჩაუშვან, სიტუაცია ჯერაც არ ექვემდებარება კონტროლს”, – უთხრეს “აფხაზეთის ხმას” მე-7 კვარტლის მცხოვრებლებმა.

https://www.youtube.com/watch?v=BoDmAUMxiuM

კომენტარის დატოვება