პრემიერი: მე არსად წასვლას არ ვაპირებ…

პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მისი გადადგომის მოთხოვნას პასუხობს:

-„ცვლილებები არის ჩვეულებრივი ამბავი, ჯერჯერობით მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გვაქვს ასეთი კიდევ გასაკეთებელი და დამშვიდდით, დაწყნარდით. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, ყველაფერი კარგად იქნება,“- ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთი წლის ანგარიშის პრეზენტაცია ახლადგახსნილ სასტუმრო „მოქსი“-ში გაიმართა.

https://www.facebook.com/KvirikashviliOfficial/videos/601836096828085/