რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება არ აისახება შვეიცარიის მანდატზე

“საქართველოს გადაწვეტილება, გააძევოს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციის თანამშრომელი, შვეიცარიის მანდატზე არ აისახება, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა განაცხადა.

ლუკას ბეგლინგერის თქმით, შვეიცარიის საელჩომ მიიღო და რუსეთის ინტერესთა სექციას გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა.

იხ.

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/55051/shveitsariis-elchi-saqartvelos-gadatskvetileba-shveitsariis-mandatze-ar-aisakheba

“ეს საქართველოს გადაწყვეტილებაა, რომელიც ნოტის სახით მივიღეთ და ვაცნობეთ რუსულ მხარეს. გადაწყვეტილება არ აისახება შვეიცარიის მანდატზე”- განაცახდა ბეგლინგერმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დიდ ბრიტანეთში ყოფილი რუსი ჯაშუშის სერგეი სკრიპალისა და მის შვილის მოწამვლის გამო, საქართველო შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს აძევებს.

შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 10 რუსი დიპლომატი მუშაობს.

წყარო: IMEDINEWS.GE