მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმი

სოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმი

100-დან 1 ადამიანს აქვს აუტიზმი

 2 აპრილი -აუტიზმის  ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

2007  წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი  აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ  გამოაცხადა. ეს თარიღი საქართველოში წელს მეორედ აღინიშნება. ინიციატორები და ორგანიზატორები საქართველოს აუტიზმის საზოგადოება და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” არიან. ინიციატივა  განპირობებულია აუტიზმის  შემთხვევათა მაღალი სიხშირით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ათობით მილიონ შემთხვევას უტოლდება.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

საქართველოში 2007-2009 წლებში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ 110 ბავშვიდან 1-ს აქვს აუტიზმი.

2012 წლის 2 აპრილს საქართველოს აუტიზმის საზოგადოება მეორედ აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს.

2 აპრილის დღის აღნიშვნის მიზანია    გაზარდოს აუტიზმის  შესახებ   ქართული საზოგადოების  ინნფორმირებულობა და ხელი შეუწყოს გადაწყვეტილების მიმღებ დაინტერესებულ სახელისუფლებო  ორგანოებს შეასრულოს საქართველოს  მიერ აღებული  საერთაშორისო ვალდებულება, უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.