“მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავასრულებინოთ სითი ინსტიტუტს დოკუმენტზე მუშაობა”

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.

“არსებული სახით წარმოდგენილი მასალების მიღება ვერ მოხდება. “სითი ინსტიტუტის” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც 5 ეტაპიის ფარგლებში მომზადდა ჩვენთვის მისაღებია. მნიშვნელოვანია გეგმა იყოს ადვილად და სწრაფად შესრულებადი და ეს უნდა ყოფილიყო მეექვსე ეტაპში წარმოდგენილი. ჩვენ ვასრულებთ პოლემიკას ამ თემასთან დაკავშირებით. იქიდან გამომდინარე რომ ეს უმნიშვნელოვანესია ქალაქისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება რომ დავასრულებინოთ სითი ინსტიტუტს ამ დოკუმენტზე მუშაობა, “- თქვა კალაძემ.

მანამდე კი თბილისის მერი და მერიის წარმომადგენლები თბილისის საკრებულოში „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდებიან.