“ხელისუფლებას ხალხისთვის არ სცალია, შავი ჯიპებიდან ასეთი სურათები არ სჩანს!”

ჟურნალისტი შორენა გონგლაძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

-ეს ფოტოები გუშინ, გლდანში გადავიღე, არ ვიცი რა ვთქვა, საშინელი სანახავი იყო ამდენი გაჭირვებული და მშიერი ადამიანი. ვის უნდა მოსთხოვო პასუხი ხელისუფლებას? ხელისუფლებას ხალხისთვის არ სცალია, შავი ჯიპებიდან ასეთი სურათები არ სჩანს.

მათ მაგივრად შემრცხვა და იცით რატომ? გადამთიელი, რომ შენ საქმეს აკეთებს და შენ რომ ეს ყველაფერი ფეხებზე გკიდია, და კიდევ უფრო მეტს აკეთებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაამათხოვრო ისედაც გაუბედურებული ხალხი!