“როდის ეშველება რუსთავის ახალ კერძო დასახლებებს?დაუსრულებელი ოცნება…”

რუსთავში, მელიქისვილის მესამე გასასვლელში რუსთავის წყალმომარაგების კომპანიამ საკანალიზაციო და წყლის მილების გაყვანა დაიწყო.

ადგილობრივების თქმით, თვეზე მეტია გადათხარეს ქუჩა და საქმე გაუკეთებელი დარჩა.

-ამ დრომდე კომპანიაში ვერ გამონახეს დრო პასუხი გასცენ მოსახლეობის კითხვებს, როდემდე უნდა ვუყუროთ გადათხრილ ქუჩებს?

-დაგპირდებიან, დაიწყებენ და შუა გზაზე ტოვებენ საქმეს.

-აუსრულებელი უფრო სწორად დაუსრულებელი ოცნება. როდის ეშველება ქალაქ რუსთავს და ახალ კერძო დასახლებებს?

მელიქიშვილის მესამე გასასვლელის მოსახლება უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია. მათ სამწუხაროდ ვერც “ახალმა ცოცხმა” უშველა…

მოსახლეობა ამბობს, რომ მოუთმენლად ელოდებიან არჩევნებს, რადგან მხოლოდ მაშნ აქვთ საშუალება მაღალჩინოსნების ნახვის და რაიმე პრობლემის ზერელედ მოგვარების მაინც…ზაფხული მოდის, სიცხეები იწყება, ადგილობრივები უკვე ხედავენ რა დღეების გამოვლა მოუწევთ…