რიგაში “სპუტნიკ ლატვიის” რედაქტორი დააკავეს

რიგაში  Sputnik ლატვიის განყოფილების მთავარი რედაქტორი ვალენტინ როჟენცოვი დააკავეს. მან პოლიციაში 12 საათი დაჰყო, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

როჟენცოვი ამბობს, რომ ის თავიდან გასაუბრების მიზნით დააკავეს, მაგრამ პროტოკოლი არ შეუდგენიათ.

“აინტერესებდათ ინფორმაცია ჩემი და Sputnik-ის საქმიანობის შესახებ ლატვიაში. მთელი ღამე უსაფრთხოების პოლიციის კაბინეტებში გავატარე და 12 საათის შემდეგ გამათავისუფლეს. ეს ლატვიაში ფორმალურ დაკავებად არ ითვლება,“-აცხადებს როჟენცოვსი.

მომხდარი Sputnik-ის პრესსამსახურმა ჟურნალისტებზე ზეწოლად შეაფასა. Sputnik-ის მიმართ ლატვიის ხელისუფლება ნეგატიურ განწყობას არ მალავს. ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭო 2018 წლის აპრილში სახელმწიფო მედიასაშუალებებში Sputnik-ის მასალების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

ვრცლად

https://ru.sputniknewslv.com/incidents/20180705/8748577/rozencov-zaderzhanije-riga.html