სახელი და გვარი როდესაც ჰქვია პარტიას, ამის პრეცედენტი სხვა ქვეყანაში ვერ ვნახე

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი

-„შევეცადე შემესწავლა სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური პარტიების სახელები. მაინტერესებდა არის თუ არა სადმე პრაქტიკა სახელით და გვარით იწყებოდეს პარტიის სახელი, პარტია ზოგადად ნიშნავს მოქალაქეთა გაერთიანებას გარკვეული პოლიტიკური შეხედულებების გარშემო, რათა ეს შეხედულებები დანერგონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. სახელი და გვარი როდესაც ჰქვია პარტიას, ცოტა შეუსაბამოა. ასეთი პრაქტიკა მე ვერ აღმოვაჩინე.

კარგი იქნება, თუ ვინმემ იცის ამის თაობაზე რამე, ინფორმაცია მომაწოდოს. კარგი რამ რომ არ არის სახელით და გვარით დაწყებული პარტიის სახელი,  ეს ფაქტია! ეს მხოლოდ საქართველოს რეალობაში გვხვდება“.

კომენტარის დატოვება