ჩიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსი“, „სოციალისტური საქართველო“ და თამაზ მეჭიაური გაერთიანდნენ

ზვიად ჩიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტია ,,ჩვენმა სამშობლომ“ წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას. ჩიტიშვილის განცხადებით, ამ მიზნით 5 პარტიასთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

ზვიად ჩიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ კოალიციაში „პატრიოტთა ალიანსი“, „სოციალისტური საქართველო“ და თამაზ მეჭიაური გაერთიანდნენ. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, “ჩვენი სამშობლოს” ლიდერმა, აღნიშნული განცხადება გორში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გააკეთა. პარტიის სახელით გორში სვეტლანა კასაევა, ხოლო გორის მუნიციპალიტეტში ილო გიორგაძე იბრძოლებს.

წყარო: newposts.ge

ამ ინფორმაციის შემდეგ “GeoMediaTV” “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვებას შეეცადა, ირაკლი ლატარიამ თევდორაძესთან გადაგვამისამართა, მას კი ამ ეტაპზე ვერ დავუკავშირდით.

კომენტარის დატოვება