რატომ წალენჯიხა?-მუხრან ბურჭულაძე კენჭს წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარად იყრის

„ლიბერალ-დემოკრატების“ ლიდერი მუხრან ბურჭულაძე წალენჯიხაში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება. რატომ გადაწყვიტა მან საკმაოდ რთულ პოლიტიკურ არენაზე კიდევ ერთ მოთამაშედ შესვლა და რა აძლევს გამარჯვების იმედს?

ჩვენ მუხრან ბურჭულაძეს დავუკავშირდით.

-მართალია, რომ კენჭს წალენჯიხაში იყრით?

-გადავწყვიტე ინდივიდუალურადაც ჩავერთო უსამართლო ბრძოლაში და წალენჯიხაში პირადად მივიღო არჩევნებში მონაწილეობა.

-რატომ წალენჯიხა?

-ალბათ რთული მისახვედრი არაა თუ რატომ სწორედ წალენჯიხა. ეს არის ეროვნული პოლიტიკის იდეოლოგიური აკვანი და ფარი ქართული სახელმწიფოსი. სწორედ აქ დაუსვეს მავანთ წერტილი ქართულ სახელმწიფოს და სწორედ აქედან დავიწყებთ ერისა და ქვეყნის გამთლიანებას.

წალენჯიხამ გადაიტანა ყველაზე მეტი დარტყმა და სწორედ აქ გადის ქართულსა და ანტიქართულ პოლიტიკას შორის ფრონტის ხაზი. ჩვენი მეტოქე არის ფული და ძალაუფლება, მაგრამ ჩვენი იარაღი უფრო ძლიერია – სიყვარული და სიმართლე. ან გავიმარჯვებთ ან დავეცემით ჩვენს ხალხთან ერთად.

-უკვე ისმის საზოგადოების მხრიდან კითხვა-ნეტა წინასაარჩევნოდ გაიგო წალენჯიხის შესახებ თუ მანამდეც იცოდა-ო?

– ბრძოლა ერთდღიანი არაა და მასში ბავშვობიდან ვარ ჩართული. მე ვერ მივატოვებ ჩემს ხალხს თაღლითების საძიძგნად და ვერც მათთან ერთად მიხილავთ რომელიმე გაერთიანებაში, სადაც მთავარი ბიზნეს ინტერესია.

-იყო თუ არა მამის, ნემო ბურჭულაძის ფაქტორი გადაწყვეტილების მიღებაში?

-ბუნებრიბია მამისგან მერგო პასუხისმგებლობა ჩემი ქვეყნის წინაშე ღა მას ვიტვირთავ ბოლომღე

-საკმაოდ რთული ბრძოლა მოგიწევთ, რა გაძლევთ იმედს?

– საქართველო და ქართველი ხალხი ფულზე არ იყიდება და გამარჯვების იმედს სწორედ ქართველების ღირსება მაძლევს.

კომენტარის დატოვება