“იმ 2 ლარს ვინ დაგვიბრუნებს? წარმოიდგინეთ რამდენი ასეთი 2 ლარია!”

   აბიტურიენტები გუშინ, დღის ბოლოს სმს-ის გაგზავნით იღებდნენ ცნობებს, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვისა და დაფინანსების შესახებ, რაც როგორც აღმოჩნდა, მცდარი ცნობები იყო.უწყების განმარტებით, სტუდენტობის მსურველებმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით დამუშავების პროცესში მყოფი მონაცემები მიიღეს.

   მშობლების დიდი ნაწილი განაწყენებულია.

-„გვაგზავნინეს სმს-ები იმ დასაწვავ ნომერზე და გვიგზავნეს -2 . რაც ვერ გავიგეთ რა იყო. მერე დაპოსტეს რომ ხარვეზებიაო და საბოლოო პასუხი 25-ში იქნებაო, იმ ორ ლარს ვინ დაგვიბრუნებს? თან დაწერეს,  რომ არ ჩამოეჭრათ ვინც ხარვეზის დროს გაგზავნაო, არადა ნამდვილად ჩამოიჭრა! წარმოიდგინეთ რამდენი ასეთი 2 ლარი იქნება! მოდი და ეჭვები არ გაგიჩნდეს!“-გვითხრა ერთ-ერთი აბიტურიენტის მშობელმა.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა განმარტება გააკეთა:

 “ეს პროცედურა ე.წ. წინასწარი ჩარიცხვების განხორციელებასაც გულისხმობს, რომლის შემდეგ რამდენიმე მიდგომით დასტურდება სისტემაში არსებული ყველა მონაცემისა და შედეგის სიზუსტე. 23 აგვისტოს, საღამოს, ამ პროცესის მიმდინარეობისას, მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისის გამორთვამდე, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ საკუთარ კოდს ნომერზე 93333, ქულებთან ერთად იღებდნენ იმ მომენტისათვის სისტემაში არსებულ ინფორმაციასაც. ამის გამო მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი დროებით გაითიშა და აღდგა გათიშვიდან ერთი საათის შემდეგ. ამ ეტაპზე აბიტურიენტები მხოლოდ თავიანთ შედეგებს იღებენ სმს-თ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გაუგებრობის გამო და აცნობებს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები მონაცემების დამუშავების დასრულებთანავე, სავარაუდოდ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება”-ნათქვამია განმარტებაში.

 

კომენტარის დატოვება