ახალი სტანდარტი არღვევს კლიენტსა და ადვოკატს შორის კონფედენციალობის პრინციპებს, რაც მიუღებელია!

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროკავშირი უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატების პროტესტს იზიარებს, რომელიც შეეხება ადვოკატთა უფასო იურდიული საქმიანობის შეფასების ახალი სტანდარტის შემუშავებას.

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროკავშირის თავმჯდომარე, უფლებადამცველი გიორგი თევზაძე, ავრცელებს განცხადებას, რომლითაც სოლიდარობას უცხადებს და იზიარებს უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის 22 ადვოკატის მიერ გამოთქმულ პროტესტს მათი ხელმძღვანელი პირების ადვოკატთა საქმიანობის შეფასების ახალი სტანდარტის შემუშავების შესახებ.

– ახალი სტანდარტის მიხედვით, „სახაზინო ადვოკატებს დაეკისრებათ ვალდებულება, მათ მიერ წარმოებული საქმეეების შინაარსის შესახებ წერილობითი ანგარიში მოამზადონ, რომელსაც უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს წარუდგენენ. აღნიშნული სტანდარტი სისხლის სამართლის საქმეებზე ვრცელდება და გულისხმობს იმას, რომ მათ კლიენტთან დაკავშირებული საქმის დეტალები უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელ პირებს უნდა აცნობონ. რაც არღვევს კლიენტსა და ადვოკატს შორის კომფენდეციალობის პრინციპებს და ასეთი გადაწყვეტილება მიუღებელია.

კერძოდ, „ეს საკითხი ეხება უფასო იურიდიული დახმარების ადვოკატების ღირსების დაცვას. ამ სამსახურის ადვოკატებზე ჩვეულებრივად მოქმედებს ადვოკატთა ეთიკის კოდექსი და საქართველოს კანონი ადვოკატთა შესახებ, რომლის თანახმადაც დაუშვებელია ადვოკატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის მესამე პირისთვის მიწოდება. სისტემა, რომელიც უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა შეიმუშავა, ძირეულად ეწინააღმდეგება მოცემულ პრინციპებს და საერთაშორისო ნორმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული კინვენციის მე-6 მუხლს, რაც სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას გულისხმობს, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი მიუღებლად მიჩნებს უფასო იურიდიულ სამსახურის მიერ შემუშავებლი ასეთი სახის სტანდარტის მიღებას და მისი პრაქტიკაში დანერგვას რაც ეწინაღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, კანონს ადვოკატთა შესახებ, და არღვევს კონფენდეციალობის პრინციპს ადვოკატსა და მის კლიენტს შორის”-აცხადებს გიორგი თევზაძე.

P.S. ცნობისათვის უფასო იურიდიული დახმარების სამსახურმა აღნიშნული სტანდარტი შეიმუშავა 2016 წლის 2 მარტს, ხოლო ადვოკატების მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ კი სტანდარტის მოქმედება შეწყდა. საქმის განხილვა სასამართლოში სრულდება იმ შემთხვევაში, თუ საქალაქო სასამართლო სტანდარტს ბათილად არ ცნობს,უფასო იურიდიული სამსახურის ადვოკატები გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებენ .