უწმინდესმა ზაზა სარალიძე დალოცა და მისივე ჯვარი აჩუქა

ზაზა სარალიძე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, პატრიარქთან შეხვდრის ორგანიზატორი საპატრიარქო იყო.

ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ ზაზა სარალიძემ პატრიარქის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა.

უწმინდესმა ზაზა სარალიძე დალოცა,მისივე ჯვარი აჩუქა და მოიკითხა , რატომ არ იყო შეხვედრაზე მალხაზ მაჩალიკაშვილი.
მიუხედავად იმისა, შიმშილობა შეწყდა, შვილმოკლული მამების აქცია გრძელდება.

ჩემთვის ყოველთვის ძალიან დიდი პატივია პირადად უწმინდესთან შეხვედრა. ვიცი, ყოველთვის  დამლოცავს და გაძლიერებას მისურვებს”- განაცხადა ზაზა სარალიძემ.