გოგი წულაიამ ივანიშვილს რეზიდენციასთან ძილის წინ საკითხავი საჩუქარი დაუტოვა

“თავისუფალი საქართველოს ” ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი  გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს სოლოლაკის რეზიდენციაში ესტუმრა.

მან ივანიშვილს რეზიდენციასთან საჩუქარი მიუტანა-წიგნი „მატყუარა ბიჭი და მგელი“.

-„ვაპირებ წიგნის გადაცემას „მატყუარა ბიჭი და მგელი“, სადაც მოთხრობილია მწყემსი ბიჭი როგორ იძახებდა თანასოფლელებს მგელი მოდის, მგელი მოდისო და ბოლოს მართლა მოვიდა მგელი და აღარავინ იყო მშველელი.

ზუსტად ასე გაგვატარებინა ბიძინამ 6 წელი „მიშა მოდის და ნაციონალები მოდიანო“.  ბოლოს ისე გამოვიდა, რომ მართლა მოჰყავს გონია ამ უდღეურს. მინდა ეს წიგნი გადავცე საჩუქრად, რომ ძილის წინ წაიკითხოს“-ამბობს გოგი წულაია.