“ყლაპოს ახლა აბი გლუკოზა მთავარმა ფსიქიატრმა, ვეუბნებოდი გააფრენენ-მეთქი…”

F-news

სოსო მანჯავიძე

-ბოლო მოვლენები ადასტურებს,რომ პაციენტებმა კარგა ხანია დაიპყრეს კლინიკა და ფსიქიატრები დაატუსაღეს.
როგორც მრავალჯერ მითქვამს,საერთაშორისო ფსიქიატრიული დახმარება გვჭირდება.

იბერუს,კავკაზუს,პოლიტიკო-შიზიკუს ტემპერამენტო, კუჭუხიძევის არ იყოს.

პაციენტებს აშკარად წყენდათ არჩევნები,და ჰა,ახლა უკვე შმაგობის სტადიაში გადავიდნენ.

არადა,ხომ ვეუბნებოდი მთავარ ფსიქიატრს,გააფრენენ-მეთქი.

ყლაპოს ახლა აბი გლუკოზა და შეიშხაპუნოს ბროწეულის ოყნები…