“ოცნების“ ოფისში რეგიონების პრობლემებს იხილავენ

მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრებს განაგრძობს. პარტიის ცენტრალურ ოფისშია ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია. დღევანდელი დღე რეგიონების მიხედვით ყველა პრობლემის განხილვას დაეთმობა.

პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ საარჩევნო შტაბს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, თბილისში კი დედაქალაქის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებენ.