“გონორს დაუწიეთ და ფარები ჩააქრეთ! გაგასწორებთ მიწასთან პოლიტიკურად!”

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ირმა ინაშვილმა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა.

-ჩვენ ნუ გვახსენებთ ბედუკაძეებს, თქვენ შექმენით ეს ხალხი, ბედუკაძემ სამოქალაქო მამაცობა გამოიჩინა და  ამხილა რეჟიმი. დღეს უნდა მოხდეს მაჩალიკაშვილის, სარალიძის საქმე გამოძიებული და საბოლოო პასუხი დადებული.

თქვენ კიდევ მეტი ადამიანი გეტყვით უარს, თქვენ ოცნებას უნდა უთხრათ მადლობა და ივანიშვილს, რომ გადაგარჩინათ და იმ პლაკატებს, სადღაც-სადღაც რომ აკრავთ, გაგაკრავთ შუბლზე! ვერ გამაჩერებთ! ბოლომდე გაგასწორებთ მიწასთან პოლიტიკურად და მორალურად. დაგივლით სათითაოდ დედიან მამიანად სულყველას“