“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული” – სიახლე თეატრალურ სამყაროში

მეტრო “ღრმაღელესთან”, ქსნის ქუჩა 12-ში გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრმა დაიდო ბინა. ეს თეატრი 25 წელია მოქმედებს, თუმცა ახალ  სეზონს განახლებული რეპერტუარით და ახალი თეატრალური დასით გააგრძელებს. ასე რომ, ამიერიდან 18 ნოემბერი შავგულიძის თეატრის ახალი დასის დაბადების დღეა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში „გუჯა ბიძიად“ ნაცნობი მწერალი და დრამატურგი  გუჯა შვანგირაძეა, თეატრის დირექტორი გია კახელი გახლავთ.

გუჯა შვანგირაძე:

ახალი სახეები, ახალი როლები, ახალი პიესები , ახალი სპექტაკლები და სივრცე, რომელიც სამ თეატრალურ სვეტიცხოველზე იქნება დაფუძნებული:
თეატრი, როგორც ჰეროიკა – სანდრო ახმეტელი.
თეატრი, როგორც სულიერება- კოტე მარჯანიშვილი.
თეატრი, როგორც რელიგია – მიხეილ თუმანიშვილი.
და ეს ყველაფერი ერთად, და ერთ სივრცეში თქვენთვის, მაყურებლისთვის.
სივრცე, თქვენი ფიქრების, სურვილების , სიხარულის, ტკივილის, დამარცხების, თუ გამარჯვების ამსახველი და სცენაზე გადამტანი და იმიტომ, რომ თქვენ კითხვებს პასუხი გაეცეს.
თუ რა ვიყავით, რა ვართ, რა გვსურს ვიყოთ და როგორ.

“ქართული თეატრი უნდა იყოს ქართული”
და იქნება!
იმიტომ, რომ
ჩვენ გვიყვარს თეატრი!