გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მიმდინარე კვირაში პარლამენტში მივა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ირაკლი კობახიძეს გახარიას შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რომელიც დაინტერესდა როდის დაიგეგმება „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე რეკომენდაციების საკითხს შეეხება.

კობახიძის თქმით, გახარიას მისვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.