ბავარია + ზედაზენი = უამრავი სიურპრიზი და სიახლეები (ვიდეო)

Bavaria სს „ქართული ლუდის კომპანიასთან“ თანამშრომლობას 2026 წლამდე ახანგრძლივებს

სს “ქართული ლუდის კომპანია” ჰოლანდიური წარმოშობის  Bavaria-ს ლუდის ჩამოსხმას ექსკლუზიურად 2026 წლამდე შეძლებს. მხარეებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის საფუძველზე Bavaria-მ სს “ქართული ლუდის კომპანიას” მისი პრემიუმ ლუდის ჩამოსხმის ექსკლუზიური უფლება 2026 წლამდე გაუხანგრძლივა.

უკვე ცნობილია, რომ 2019 წელი Bavaria-ს საკმაოდ აქტიური ექნება, როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში.

2019 წელს Bavaria-ს ბრენდი 300 წლის ხდება. იუბილეს აღსანიშნავად, საქართველო, როგორც Bavaria-ს დიდი ოჯახის ნაწილი, განსაკუთრებულად ემზადება და მომხარებელს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება.