1 იანვრიდან გეგმიური აცრები სავალდებულო გახდება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად,  2019 წლის პირველი იანვრიდან  ყველა მშობელი და მეურვე ვალდებული იქნება, თავის შვილს მოქმედი ეროვნული კალენდრით გავთვალისწინებული ვაქცინაცია ჩაუტაროს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ დღეისთვის, საქართველოში მოსახლეობის იმუნიზაციით მოცვის დონე არასაკმარისია.