“არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი…”

f-NEWS

ეკა ბესელია

-ახლა მითხრეს გია აბაშიძის სტატუსის თაობაზე … ამას ბოდვაც აღარ ქვია… არ მინდა ვიფიქრო რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს( ასეთად არ ვიცნობდი) 2 დღის წინ გამაფრთხილეს შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო))) იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი ,რაღა უნდა გამიკვირდეს , მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს ვერაფრით მივხვდი… არც ვიცნობ პირადად… ვერც შინაარსში შევდივარ იმდენად დიდი სისულელეა….

მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში , 6 ში ვბრუნდები და ყველა ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოჰყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს.. მეღიმება მაინც ))) ეს რამ მოაფიქრათ))