N21 ბაგა-ბაღის შენობის ავარიული ფლიგელის რეაბილიტაცია დაიწყო

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მდებარე N21 საჯარო ბაგა-ბაღის ავარიულ ფლიგელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოები უკვე დაიწყო – მიმდინარეობს შენობის ავარიული ნაწილებისა და შიდა ტიხრების დემონტაჟი, რის შემდეგაც დაიწყება შენობის გამაგრებისთვის საჭირო ღონისძიებებები.

N21 ბაგა-ბაღი ლოტკინის დასახლებაში, ლიუბოვსკის N2-ში მდებარეობს. შენობის ძირითადი, ორსართულიანი კორპუსი კონსტრუქციულად მდგრადი, უსაფრთხო და კეთილმოწყობილია. სკოლამდელი აღზრდის ამ დაწესებულებაში ამჟამად, 210 აღსაზრდელი ირიცხება. ავარიული ფლიგელის რეაბილიტაციის შემდეგ კი ბაღს კიდევ 3 სააღმზრდელო ჯგუფი, ასევე სპორტული და ღონისძიებების დარბაზი შეემატება.

რეკონსტრუქციის საპროექტო ღირებულება 480,000 ლარია. სამუშაოს კომპანია „გრანიტი“ აწარმოებს.