“მაინც რამდენ სიბინძურეს უნდა გაუძლოს გურჯაანმა და გურჯაანელებმა?!.”

ციცო ღვინიაშვილი

-“მაინც რამდენ სიბინძურეს უნდა გაუძლოს გურჯაანმა და გურჯაანელებმა?!.  როგორც ვიცით ყველა ღირსეულ მოქალაქეს აქვს მაჟორიტარ კანდიდატად თავი წარადგინოს, მაგრამ იმის უფლება კი არა, რომ უსაფუძლოდ “ქართული ოცნების” ღირსეული კანდიდატი შეურაცხყოს!..

   მე კიდევ დიდი მადლობა მინდა მოუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ბატონ კახი კალაძეს, ასეთი ღირსეული კანდიდატის,  დავით სონღულაშვილის ნდობისთვის, მართლაც ძალიან განათლებული და წესიერი ახალგაზრდაა, რომელმაც დიდი სიყვარული და სითბო გამოხატა შეხვედრებით ამომრჩეველთან.

   გვაინტერესებს ტელეკომპანია პირველზე, ძმებმა ელდარ და გიორგი შენგელაიებმა, რატომ ახსენეს აუგად “ქართული ოცნების” მაჟორიტარი და მისი მამა ბიძინა სონღულაშვილი? რა პირადულს უქექავთ და რა უფლებით! რაც შეეხება ბიძინა სონღულაშვილის პირად ცხოვრებას, არასოდეს და არავისგან არ გამიგია, რომ რაიმე სიბინძურე მომხდარიყოს, მართლა სირცხვილია.


ბატონო-ძმებო შენგელაიებო, როგორც ხელოვანი ხალხი, ყველა დიდ პატივს გცემთ, მაგრამ გურჯაანში მაჟორიტარად ვის დაგვინიშნავენ, ეგ თქვენი გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რაც შეეხება გუჯა გიორგაძეს,  ვითომ “ქართული ოცნებიდან” რომ არის და ატყუებს ამომრჩეველს, მაგაზე პასუხი მოეთხოვება!

  გუჯა გიორგაძეს ვინ უდგას უკან და ვისგან არის ფრთებ შესხმული, ყველა გურჯაანელმა ვიცით,თუ კიდევ განმეორდება თქვენგან მსგავსი ქმედებები, ჩვენ ბევრი მტკიცებულებები გვაქვს და საქვეყნოდ განვაცხადებთ. თავი დაგვანებეთ და ხალხს მივანდოთ, ვინც უპირატესობას მოიპოვებს, უფლის წინაშე დიდ შეცდომებს ნურავინ ჩავიდენთ, საკმარისად დასჯილები ვართ, გონებას მოუხმოდ ყველამ და ერთი საქმე ვაკეთოდ, იქნებ გადავარჩინოდ ჩვენი სამშობლო!”

კომენტარის დატოვება