აფხაზეთის ომის გმირების სახელის უკვდავსაყოფად ხეები დაირგო

ისინი ხშირად იკრიბებიან და კარგ საქმეს აკეთებენ, მათ ყველას ერთი ტკივილი აერთიანებს-აფხაზეთი.

მარინა ნაჭყებია, ნარგიზა მარტიაშვილი, ანზორ დანელია, ზაირა კობახიძე-მათ აფხაზეთის ომმა მოუშუშებელი ჭრილობები დაუტოვა.

მარინა ნაჭყებიას ომში ძმა დაეღუპა, ნარგიზა მატიაშვილი აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული გიორგი მატიაშვილის დედაა, ანზორ დანელიას კი ომმა ორი ვაჟი წაართვა, ზაირა კობახიძეს  მეუღლე და ქალიშვილი ჰყავს დაღუპული.

ტკივილს უძლებენ, მონატრებას ვერ ერევიან და დაბრუნების იმედს არ კარგავენ…

ხშირად ქუჩაში მოწყალებას არიგებენ, უქონელ ახალგაზრდებს მოსავენ, აპურებენ…ახლაც ერთად გავიდნენ ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონის სკვერში, დაასუფთავეს და აფხაზეთში დაღუპული გმირების სახელზე ხეები დარგეს.

ხე სიცოცხლის სიმბოლოა, მომავალი თაობები ამ ხეების ჩრდილში აუცილებლად იგრძნობენ მათ სულს, ვის სახელსაც ხე ატარებს.  

მარინა ნაჭყებია

14249274_510724545788440_552001971_n

ნარგიზა მარტიაშვილი

14248926_510725632454998_1729354550_n

ანზორ დანელია, ზაირა კობახიძე

14194441_510725785788316_1505742480_n 14281453_510726082454953_1084667846_n

კომენტარის დატოვება