თამარ ტალიაშვილის წარმატება ევროსაბჭოში

თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მომხსენებლად აირჩიეს

29 იანვარს,  პარიზში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომა გაიმართა.საქართველოს მხრიდან სხდომაში მონაწილეობდა თბილისის საკრებულოს დეპუტატი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილი, რომელიც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის  ვიცე-პრეზიდენტადკონგრესმა 2018 წლის ნოემბერში აირჩია.

თამარ ტალიაშვილმა ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დააყენა საკითხი, რომ საერთაშორისო გამოწვევების განხილვისას, აუცილებლადუნდა იყოს განხილული რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი. სხდომაზე აღინიშნა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, ტორბიორნ იაგლანდი, საქართველოს საკითხს კონგრესის პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

თამარ ტალიაშვილმა აგრეთვე, ხაზი გაუსვა გაეროს მდგრადი განვითარების გარემოს დაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ორგანოების როლს. მან დააყენა საკითხი ღია მმართველობის ფორმატშიეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტისსპეციფიკის ეფექტურ განსაზღვრებასთან დაკავშირებით.

ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგითგათვალისწინებული 11 საკითხის შესახებ იმსჯელეს, მათ შორის,ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებშიარსებულ დემოკრატიაზე, ადგილობრივ ხელისუფლებათა პალატის 2019 წლის სამუშაო  პროგრამასა და ადგილობრივ თვითმმართველობათა  ევროპულ ქარტიაზე. ასევე,  შედგასამომავლო, რიგით 36-ე სხდომის თემებისა და საორგანიზაციო საკითხების განხილვა.

 

ამავე სხდომაზე,თამარ ტალიაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს მომხსენებლად აირჩიეს, – კონგრესის ქარტიის, ნორმებისა და პროცედურების საკითხებში.