დეკანოზი კლინიკაში ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა

დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში ბათუმის მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა.

მამა ნიკოლოზი დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თბილისში დღეს საგანგებოდ ჩამოვიდა. მისი თქმით, ინსულტის გამო, მამა გიორგი მამალაძეს ლაპარაკი არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქომ  რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ნებისმიერ სასულიერო პირს, ვინც ზიარების ტვირთს საკუთარ თავზე აიღებდა, შეეძლო, დეკანოზი ეზიარებინა.