„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან და…იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“

მამუკა ხაზარაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წრს, რომ გეგმავს მთელი რესურსი ანაკლიის პროექტის განხორციელებას მიუძღვნას. ხაზარაძე იმედოვნებს, რომ საქმის ბოლომდე მიყვანა დასცალდება.

„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან, რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.

“იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა“, – ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.