შუალედური არჩევნების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ არენაზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოვა

როგორც საბოლოოდ გაირკვა, „ოცნებიდან“ გარიცხული და შემდეგ „პატრიოტთა“ ფრაქციიდან საკუთარი ნებით წამოსული დავით ჭიჭნაძე ეკა ბესელიას ფრაქციაში არ შევა და საკუთარ პოლიტიკურ მოძრაობას დააარსებს. დეპუტატს თანამოაზრეებთან კონსულტაციები უკვე დაწყებული აქვს.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ მის გარშემო ის იმედგაცრუებული ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებიც პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენენ და ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში გასამარჯვებლად, არაერთხელ დაეხმარნენ.

-„მე კონსულტაციები დიდი ხანია დაწყებული მაქვს გარკვეულ ჯგუფებთან ვინც 2012 წელს ივანიშვილთან ერთად  გამოჭედა ეს წარმატება და ივანიშვილმა ვისაც მიმართა მეორე ტურის წინ. ეს არის ის ადამიანები,  რომლებიც წარმოადგენენ რეგიონებს, რაიონებს, იქაური ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა და რომელიც არის საკმაოდ უკმაყოფილო. 2017 წლის არჩევნების შემდეგ საბოლოოდ ამ ადამიანებს გაუცრუეს იმედი,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამრიგად, შუალედური არჩევნების ჩატარების შემდეგ ქართულ პოლიტიკურ არენაზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოვა.