სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა, წვევამდელი კი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციამ ორი პირი დააკავა. საქმე ეხება მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში” სავალდებულო სამხედრო მოსამხურეთა შორის მომხდარ ფიზიკური ძალადობისა და გამოძალვის ფაქტს.

დაკავება განხორციელდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე. უახლოეს საათებში ბრალდებულებს ჩადენილი დანაშაულისათის წარედგინებათ ბრალი, ხოლო მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე.

რაც შეეხება წვევამდელი ქაზიმ გახრამანოვს, ის პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ახალგაზრდას საქმის მასალები ოფიციალურად ვაზიანის სამხედრო პოლიციაში გააცნეს.