„მოსახლეობის ინიციატივით ზღვისუბანში ეკლესია აშენდება…“

თამარ ტალიაშვილი: საკრებულოს სხდომაზე ზღვისუბანში(თემქა) ახალი ეკლესიის ასაშენებლად საპატრიარქოსთვის მიწის გადაცემის საკითხი  განვიხილეთ

 თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საქართველოს  საპატრიარქოს მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით,სიმბოლურ ფასად გადაეცა, ზღვისუბანში(თემქა), მე-10 კვარტლის მიმდებარედ არსებული1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, სადაც წმიდა ილარიონ ქართველის სახელობის ეკლესია აშენდება.

ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის თქმით, ინიციატივა ადგილობრივ მოსახლეობას ეკუთვნის და რამდენიმე უწყების კოორდინირებულ  მუშაობასითხოვდა.

,,მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული თბილისის საკრებულოს მიერ. მიხარია, რომ ზღვისუბანს კიდევ ერთი ახალი სულიერების კერა შეემატება და მადლობა ამისთვის საქართველოს საპატრიარქოს და მამა გიორგი(ყანჩაველს).

აღსანიშნავია, რომ მიწის გადაცემის პირობებში ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება მოხდება.’’-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა