პარლამენტის აპარატის უფროსი ASGP აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

💢 პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის (ASGP) შეხვედრებზე, რომელიც დოჰაში, საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის (IPU) რიგით 140-ე ასამბლეის პარალელურად იმართება, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი, გივი მიქანაძე, აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, 3 წლის ვადით აირჩიეს.

💢 ასოციაციის მმართველ ორგანოში ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ერთადერთი წარმომადგენელი იქნება.
💢 ასოციაცია 180-მდე ქვეყნის პარლამენტის 300-ზე მეტ წევრს აერთიანებს.
💢 აღმასრულებელი კომიტეტი, რომელშიც სულ 11 წევრია გაერთიანებული, განსაზღვრავს ასოციაციის დღის წესრიგს, განიხილავს შემოთავაზებული საკითხების მიზანშეწონილობას, ამტკიცებს ასოციაციის წლიურ ბიუჯეტს და იღებს გადაწყვეტილებებს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებზე.