“ერთი “წინასწარმეტყველება” უკვე შეიძლება…”

ამირან სალუქვაძე

-ხვალ დიდი შოუ იქნება, – კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, უკრაინის ორი საპრეზიდენტო კანდიდატი შეეჭიდება ერთმანეთს.

პირველი ტურის შემდეგ დავწერე, რომ მეორე ტურში ყველაფერი ახალი ფურცლიდან დაიწყებოდა. ეს ყოველთვის ასეა. მეორე ტურის წინ რაც იკვეთება, ერთი კანდიდატი მეტად კრეატიულია, ვიდრე მეორე.

ბოლო 1-2 კვირის მანძილზე კანდიდატები ზელენსკის დღის წესრიგით ცხოვრობენ:
-ანალიზების ჩაბარება და ბრალდებებზე პასუხების გაცემა,
-დებატების ადგილად სტადიონის შერჩევა,
-სტადიონთან დაკავშირებით დათანხმება, ოღონდ პოროშენკოს შეთავაზებული თარიღის, 14 აპრილის ჩაგდება და 19-ში გადატანა,
-ვიდეო რგოლებით პაექრობა, ასევე ზელენსკის ინიციატივით და სხვა.

დღეს ერთ-ერთი ყოფილი კანდიდატი მედვედჩუკი, რომელიც პრორუსულად ითვლება, ზელენსკის მიემხრო.

ხვალ ძალიან საინტერესო შოუ გველოდება, გამოცდილი პოლიტიკოსი შეერკინება გამოცდილ შოუმენს.

უკრაინის კანონმდებლობით დებატები არჩევნებამდე ერთი დღით ადრე სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში უნდა გაიმართოს. ამბობენ, რომ ორთავე დებატი გაიმართება.

ერთი “წინასწარმეტყველება” უკვე შეიძლება: ზელენსკი მართლა მაგარი შოუმენია და ისეთ შოუს მოაწყოს, რომ ოპონენტი მისთვის არასახარბიელო ჭრილში წარმიაჩინოს, ხალხის ოვაციები მართოს და ა.შ.

მოკლედ, ფეხბურთის სუპერფინალივით ველოდები.