„ოკუპაციის პროცესის გაგრძელება”

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ მასშტაბური სამხედრო სწავლებების ჩატარებას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ეხმაურება და „ოკუპაციის პროცესის გაგრძელებას” უწოდებს.

„ოკუპაციის პროცესის გაგრძელებაა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ. ბუნებრივია, რუსეთი ყველა გარკვეულ წარმატებულ ნაბიჯს საქართველოს მხრიდან, პასუხობს დესტრუქციული ნაბიჯით, რომელიც მათი პოლიტიკის ნაწილია. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვართ, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა არის ჩვენს მხარეს ამ კუთხით და გმობს, ცალსახად, ამ ნაბიჯებს რუსეთის მხრიდან, ამას და ყველა სხვა ნაბიჯებს, რომელიც ოკუპაციის გარკვეულ პროცესს აძლიერებს“ – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ცქიტიშვილის თქმით, რუსეთი საქართველოს თითოეულ წარმატებულ წინსვლას პროვოკაციული ქმედებებით პასუხობს.