მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა

ყოფილ პრემიერსა და შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა. მერაბიშვილის საქმე კომისიამ 11 აპრილს განიხილა და გადაწყვეტილების შესახებ მსჯავრდებულს უკვე ეცნობა.

„უდოს“ კომისიას ვანო მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხის ხელახლა განხილვა 25 თებერვალს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ვადა იუსტიციის სამინისტროს აპრილის თვის ბოლოს ეწურებოდა.