40-მდე ორი დღით ადრე სტურუები აქციებს აანონსებენ

სამართალდამცავთა 4-კვირიანი ძებნის უშედეგო მცდელობამ, სამტრედიაში აქციების დაანონსება გამოიწვია, თევზაძე ამ დრომდე მიმლვაში იმყოფება,ოჯახის ინფორმაციით მას რაიონული პოლიციის თანამშრომელბი აფარებენ ხელს, რას გეგმავს სტურუების ოჯახი?

სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები, სამტრედიის პოლიციის წინ აქციას აანონსებენ.

„ 2 დღეში დემურ სტრუას გარდაცვალებიდან 40 დღე გადის. თუ ბრალდებული თევზაძე 2 დღეში დაკავებული არ იქნება, აქციებს თევზაძის სახლის წინ გავმართავთ“ – აცხადებს გარდაცვლილის დეიდა დარიკო ჯაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე მან წერილი დატოვა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, ადგილობრივი რაიონული პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა.ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პოლიციამ გოდერძი თევზაძეზე ქვეყნის მაშტაბით ძებნა გამოაცხადა, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფება.

კომენტარის დატოვება