თანამდებობიდან მოხსნილი მინისტრი პარლამენტში მივიდა

დეპუტატთა ჯგუფის მიწვევით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში მივიდა.

ქობულიასთან შეხვედრა 13:00 საათზე, პარლამენტის კინოდარბაზში გაიმართება.

როგორც გახსოვთ, ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ  სიმართლეა გავრცელებული ინფორმაცია,  გადადგომის  შესახებ განცხადების დაწერა სთხოვეს.