შინდისის გმირები მტერს ცოცხლად არ ჩაბარდნენ – დიდება გმირებს!

შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა.

რუს სამხედროებთან უთანასწორო შეტაკებას 17 ქართველი ჯარისკაცი ემსხვერპლა – ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, მარლენ ბარამია, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

ქართული არმიის სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის 17 სამხედრო საქართველოს უახლეს ისტორიაში “შინდისის გმირების” სახელით შევიდნენ – მათ შეუპოვრად იბრძოლეს და მტერს ცოცხლად არ ჩაბარდნენ.

დიდება გმირებს!