26 აგვისტომდე საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს

დღეიდან 26 აგვისტომდე საფრანგეთი დიდი შვიდეულის სამიტს მასპინძლობს. წელს სამიტის ფორმატის ფარგლებში მასპინძელმა ქვეყანამ ღონისძიებაზე ავსტრალია, ჩილე, ინდოეთი და სამხრეთ აფრიკა მოიწვია.

G7-ის ქვეყნები – კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ბრიტანეთი და აშშ წელს მსოფლიოში უთანასწორობის საკითხების განხილვაზე კონცენტრირდებიან.

საერთაშორისო ფორუმზე განიხილავენ ეკონომიკის, შიდა პოლიტიკის და გარემოს დაცვის საკითხებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი სამიტზე ორგანიზაციას წარადგენს. ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი სამიტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.