პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია 2 სექტემბერსაც გაიმართება

ახალგაზრდების ჯგუფმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქცია გამართა. ისინი სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელის შეწყალებას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ 2 სექტემბერს, 11 საათზე ისევ შეიკრიბებიან რეზიდენციასთან და საზოგადოებას მისვლისკენ მოუწოდებენ.

რეზიდენციიდან ახალგაზრდები პოლიციის შენობასთან მივიდნენ და სამართალდამცველებს ფლაერები დაურიგეს, შემდეგ კი რუსთაველზე გავიდნენ და იქ გამოფინეს ბანერები.